ჩვენ შესახებ

კომპანია უმალი

შპს „ახალი თევზი“ 2017 წლის ივლისიდან ბრენდი "უმალის" სახელით ოპერირებს და თევზპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თევზის გადამამუშავებელი საწარმო - "უმალი" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში მდებარეობს და მასში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს.
საწარმოს, მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს. ასევე ის, ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანაა ამიერკავკასიაში.
„ახალი თევზი“ წლიურად 250-300 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას აწარმოებს. ამ ეტაპზე წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის.
საწარმოს, გახსნიდან მოკლე დროში მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატი
ISO 22000:2005, HACCP.

საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგად რომელიც შეეხება პროდუქციის ხარისხიანობასა და სანდოობას კომპანია გახდა ოქროს ბრენდი 2018 და 2019
ამჟამად კომპანია ორიენტირებულია პროდუქციის იმპორტზე და უახლოვეს მომავალში ბრენდი „უმალი“წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ბაზარზე.